წმინდა პაისი

St. Pais

წმინდა პაისი
  • IMDB:N/A
  • გამოშვების წელი: N/A
  • ჟანრი:ყველა სერიალი
  • ქვეყანა: N/A
  • რეჟისორი:სტამოს ცამისი
  • მსახიობები:N/A
  • ადამიანი, რომელმაც უდიდეს სულიერ საზომს მიაღწია და თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წმინდანი გახდა. სერიალი მოგვითხრობს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურის — წმინდა პაისი ათონელის ცხოვრებაზე.

    მოქმედება იწყება 1924 წელს, წმინდა პაისის მშობლიურ მხარეში, კაპადოკიაში და მიჰყვება მის ოჯახს საბერძნეთში, გადასახლების დიდ და სირთულეებით სავსე გზაზე. შემდგომ, ვხედავთ მის ახალგაზრდობას — როგორც გამორჩეულ, სათნოებებით შემკულ მორჩილს, ათონის წმინდა მთაზე, მის მოღვაწეობას სინას უდაბნოში და საბოლოოდ, — ასკეტურ ცხოვრებას კვლავ ათონის მთაზე.

    1980-იან წლებიდან 1994 წელს, მის გარდაცვალებამდე, წმინდა პაისიმ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი: ათასობით ადამიანი იღებდა მისგან რჩევასა და სულიერ თანადგომას, მის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება.

    მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2015 წელს იგი წმინდანად შერაცხა.

    სერიალის “წმინდა პაისი – ფარასიდან ზეცაში” საქართველოში წარმდგენია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა

აგრეთვე ნახეთ

გამოხმაურებები

ელ. მისამართის მითითება არ არის აუცილებელი!

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი..